ნიკოლოზ გულაევი
იერსახე
ნიკოლოზ გულაევი (დ. 26 თებერვალი, 1918 ― გ. 27 სექტემბერი, 1985) — რუსი სამხედრო პირი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1943, 1944), ავიაციის გენერალ–ლეიტენანტი (1968).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1940 წელს დაამთავრა სამხედრო–საავიაციო სასწავლებელი. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადის, ვორონეჟის, უკრაინის I და II ფრონტებზე. იყო რგოლის, ესკადრილიის მეთაური, 27-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის შტურმანი. ჩაატარა 240 საბრძოლო გაფრენა, 69 საჰაერო ბრძოლა. პირადად ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 32, ხოლო ჯგუფთან ერთად 3 თვითმფრინავი. 1950 წელს დაამთავრა ჟუკოვსკის სამხედრო–საჰაერო აკადემია, ხოლო 1960 წელს გენშტაბის სამხედრო აკადემია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Гулаев Николай Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 TracesOfWar